პარკირება

კალაძე: პარკირების წესების დარღვევებზე სატრანსპორტო კომპანია სათანადოდ რეაგირებს

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას „თბილისის პარკინგის“ მუშაობის შედეგები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა. კალაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ ეფექტიანად ხორციელდება მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი და დარღვევებზე რეაგირება სათანადოდ ხდება.

„პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. აქაც გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს. სატრანსპორტო კომპანიას მადლობა ვუთხრა, რომ ის წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას“, - თქვა კახა კალაძემ. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტი 10 აპრილიდან გადაიბარა, მას შემდეგ რაც მერიამ სითი პარკთან კონტრაქტი შეწყვიტა. 

კომენტარები