ყველანაირი მზადყოფნაა იმისთვის, რომ ტრანსპორტის კომპანიამ 10 აპრილიდან გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა. დაჯარიმებებს რაც შეეხება, თუ არასწორად იქნება გაჩერებული ავტომობილი, დაჯარიმდება. რაც შეეხება გადაყვანას, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი არასწორადაა გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას და არ იქნება ეს ისე, როგორც ”სითი პარკის” შემთხვევაში იყო, როცა გადაყვანილი ავტომანქანებიდან შემოსულ თანხებს, როგორც ბიზნესს ისე უყურებდნენ. კეთილსინდისიერად იმოქმედებს ტრანსპორტის კომპანია. დაჯარიმების წესი არ შეიცვლება და თუ არღვევ, უნდა დაჯარიმდე.
tbl.ge/2v3p
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ცნობისთვის, მერიამ სითი პარკს ხელშეკრულება გაუწყვიტა და 10 აპრილიდან, მათ საქმიანობას დროებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს.
ამავე თემაზე
- ლელო: ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან 70 ლარამდე გაიზარდოს
- კალაძე: პარკირების წესების დარღვევებზე სატრანსპორტო კომპანია სათანადოდ რეაგირებს
- კალაძე: როგორი იქნება პარკირება, ჩვენს ხედვას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ
- მერია ტროტუარებზე პარკირების სრულად აკრძალვას წელიწადნახევრის შემდეგ გეგმავს
- ნარმანია: ავტომანქანის საჯარიმოზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე ჯარიმით