IRI-ს კვლევა

მოსახლეობის 67% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

benjielayug.com
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 67% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 22% მიიჩნევს რომ არსებული კურსი სწორია, 11% კი ამბობს არ ვიცი/არ მაქვს პასუხი. 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ კვლევასთან შედარებით, მოსახლეობის წილი ვინც მიიჩნევს რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება 2%-ით არის გაზრდილი.
 
გასული წლების განმავლობაში მოსახლეობის აზრი საქართველოს კურსთან დაკავშირებით ასე იცვლებოდა: მწვანე - არასწორი მიმართულებით, ლურჯი სწორი მიმართულებით, არ ვიცი/არ მაქვს პასუხი ნაცრისფერი
 

ფოტო: IRI
საქართველოს კურსთან დაკავშირებით უკმაყოფილება მაქსიმალური 2015 წელს იყო, მაშინ მოსახლეობის 70% მიიჩნევდა რომ განვითარების კურსი არასწორი იყო. საქართველოს მომავალთან დაკავშირებით მოლოდინები ყველაზე პოზიტიური 2012 წლის ნოემბერში იყო, მაშინ 63% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა სწორ გზას ადგა. 
 
კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით.
მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ
იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა
გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

კომენტარები