ბელგიის ქალაქ ლიეჟის ცენტრში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა პოლიციას და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი. გავრცელებული ცნობით თავდასხმისას მან მძევლად ქალი აიყვანა.
თავდამსხმელი პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ტერორისტული მოტივები ამოძრავებდა.