ბელგიის პოლიცია ბრიუსელის ცენტრში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარის სროლის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცებს ეძებს.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერში ბრიუსელში, კლემანსოს მეტროსადგურის შესასვლელთან მინიმუმ ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. ასევე, ჩანაწერში ჩანს ორმხრივი სროლაც.
ბრიუსელის პოლიციის სპიკერის, სარა ფრედერიქსის თქმით, ეჭვმიტანილები მეტროში ჩავიდნენ და შესაძლოა, კვლავ მეტროსადგურებში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფრედერიქსის თქმით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს "ადამიანთა მცირე ჯგუფს, სავარაუდოდ, ორ ან სამ ადამიანს, რომლებიც შესაძლოა, კვლავ შეიარაღებულნი იყვნენ".
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ტიპის იარაღს ატარებენ. მათივე ინფორმაციით, სროლა შესაძლოა, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან იყოს დაკავშირებული.





