შარლერუას აეროპორტში, რომელიც ბრიუსელში სიდიდით მეორე აეროპორტია, თანამშრომლების 24-საათიანი გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმდა. აეროპორტის მენეჯმენტმა პროფკავშირის "სპონტანური ქმედებების" გამო საზოგადოება აეროპორტის შეფერხებით მუშაობისთვის წინასწარ გააფრთხილა, თუმცა პროტესტის მასშტაბის გამო აუცილებელი გახდა ყველა რეისის გაუქმება.
გაფიცვის მიზეზი აეროპორტის თანამშრომლების სამუშაო პირობებია, მათ შორის, ერთ-ერთ მიზეზად "აგრესიული მენეჯმენტს" ასახელებენ. აეროპორტის ხელმძღვანელობამ მომუშავე პერსონალს ერთად დასხდომა და პრობლემატურ საკითხზე საუბარი შესთავაზა, თუმცა, პროფკავშირისგან პასუხი არ მიუღია.
ვალონიის რეგიონის აეროპორტების მინისტრმა, სესილ ნევენმა შარლრუას აეროპორტის მენეჯმენტსა და პროფკავშირს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
"ეს მომხმარებლების, თანამშრომლების, კომპანიისა და მისი პარტნიორების ინტერესებშია. შარლრუას აეროპორტი ჩვენი ეკონომიკისა და მობილობის საკვანძო მოთამაშეა. მისი გრძელვადიანი მომავალი დამოკიდებულია სოციალურ მშვიდობაზე და კონსტრუქციულ კონსულტაციებზე" – ამბობს მინისტრი.





