რუსეთი-სირია

სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან შეტაკებებში 4 რუსი სამხედრო დაიღუპა

ვლადიმირ პუტინი
AP

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით სირიაში ტერორისტებთან მომხდარი შეტაკებისას 4 რუსი სამხედრო დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ასადის ძალები რუს სამხედრო მრჩევლებთან ერთად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებას დირ ეზ-ზურის პროვინციაში ებრძოდნენ.

დაჭრილია კიდევ 3 რუსი სამხედრო.

შეტაკება გასულ ოთხშაბათს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ასადის ძალებსა და რუს სამხედროებზე თავდასხმას მოჰყვა, რომელის შედეგადაც 15 სირიელი და რუსი მებრძოლი დაიღუპა.

დამოუკიდებელი ბრიტანული სადამკვირვებლო ორგანიზაციის თქმით უკანასკნელი 5 დღის მანძილზე დირ ეზ-ზურის პროვინციაში ასადის ძალებსა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შორის შეტაკებებში ასადის ძალების 76, ხოლო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 25 მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები