ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

Cnn.com

გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ჰარვი ვაინშტაინს გირაოს, მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. ვაინშტაინს ამასთან ერთად ელექტრონული სამაჯურის ტარებაც მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press‏-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი ნიუ-იორკის პოლიციას დღეს ჩაბარდა. 

ჰარვი ვაინშტაინი დაახლოებით 80-მა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში. მის საქმეს ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.

ცნობილი პროდიუსერის ჩაბარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან უცხოურ მედიაში დღეს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ჩაბარებისა და დაპატიმრების შესახებ. ამ ფაქტს ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ, მათი თქმით ვაინშტაინი იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.

კომენტარები