ცხოველები

იხვის სიკვდილის შემდეგ, მისი 9 ჭუკი ძაღლმა შეიფარა

იხვის სიკვდილის შემდეგ, მისი 9 ჭუკი ძაღლმა შეიფარა.

10 წლის ლაბრადორი ფრედი, ესექსში, მაუნფიჩეტის სასახლეში იხვთან ერთად იზრდებოდა. ერთ დილას პატრონებმა იხვი ვეღარ იპოვნეს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ის გარეულმა ცხოველმა მოკლა. ამის შემდეგ დედის გარეშე დარჩენილი 9 ჭუკი ძაღლმა ფრედმა შეიფარა.

"ჭუკების დედა გაუჩინარდა, ძებნის შემდეგ ის ტყეში, მკვდარი ვიპოვეთ. ჩვენ, ყველანი ვღელავდით, რა ბედი ეწეოდა დედის გარეშე დარჩენილ 9 ჭუკს, თუმცა ფრედმა ისინი შეიფარა და მას შემდეგ პატრონობს." - ამბობს ერთ-ერთი მეპატრონე.

კომენტარები