ცხოველები

ოკლაჰომაში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა

LADbible

კოლისა და ავსტრალიური ნაგაზის ნაჯვარი სკიპერი დიდთოვლობისას, 16 თებერვალს დაიბადა. თავისი ახალშობილი რვა და-ძმისგან განსხვავებით სკიპერს ექვსი ფეხი აქვს. 

"ეს არის სასწაული. ოთხი დღის არის, მისი გენეტიკური განსხვავების გათვალისწინებით, არ გვეგონა, რომ გადარჩებოდა". – ამბობს ვეტერინარული ჰოსპიტლის თანამშრომელი.

სკიპერი თავს კარგად გრძნობს და თავისი ასაკის ლეკვის შესაბამისად არის განვითარებული. უპრობლემოდ იღებს საკვებსა და წყალს.

მთავარი ვეტერინარის, ექიმი ტინა ნილის აზრით, ლეკვს ტყუპისცალი უნდა ჰყოლოდა, რომელიც ბოლომდე არ განვითარდა, სწორედ მის ხარჯზე აქვს სკიპერს დამატებითი ორი ფეხი.

 

კომენტარები