დამოუკიდებლობის დღე

დღეიდან, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გამო, თავისუფლებაზე მოძრაობა შეიზღუდება

wikipedia

დღეიდან თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისიდან თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით. საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება." - წერია შსს-ს განცხადებაში.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს აღნიშნავს. 

კომენტარები