აშშ-საქართველო

პომპეო: აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას

რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წელი სრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მთავარ პრინციპებს და ჰელსინკის აქტს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, დააბრუნოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი. უზრუნველყოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას. (მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური თარგმანი).

კომენტარები