სპეცოპერაცია კლუბებში

ბოკერია უმრავლესობას: რუსეთთან ბრძოლა თქვენ არ გინდათ, "ქლაბერებთან" ხართ რაინდები

იქნებ თქვენ თვითონ მიუთითოთ ხოლმე თქვენს კოლეგებს, როდესაც ნებისმიერი უმცირესობის, მათ შორის, ყველაზე უფრო დაუცველის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ამბობენ, ეს რაინდები, რომლებიც იბრძვიან "ქლაბერების" წინააღმდეგ, გაბედულად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, თითქოს მტერი არ გვყავს, ერთ საათში აქედან, მაგრამ იმ მტერთან ბრძოლა თქვენ არ გინდათ, იმ მტერის უნდა გეშინოდეთ, მაგრამ "ქლაბერები" რომ შეიკრიბებიან, გოგო-ბიჭები, 20-22 წლის, არ აქვს მნიშვნელობა, მე მათი აზრები მომწონს თუ არა, იქ ხართ თქვენ რაინდები და ამ დარბაზშიც ომახიანად უტევთ, ყოჩაღ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები