სპეცოპერაცია კლუბებში

გახარია: მიზანი იყო, რეალიზატორები დაგვეკავებინა კლუბებს გარეთ, ერთმა - მიგვასწრო

რაც შეეხება იმას, ღონისძიება რატომ ჩატარდა ასეთ დროს - ამ დღეს, 12 მაისს, ზუსტად კლუბური ცხოვრების დაწყების წინ. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დავაკავეთ რვა რეალიზატორი, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს ხალხი დაგვეკავებინა კლუბების გარეთ, ეს ჩვენი მიზანი იყო, ერთადერთმა უბრალოდ მიგვასწრო, ეს იყო მიზანი, რამეთუ არ ჩაგვეტარებინა ჩხრეკა კლუბებში. ეს იყო ჩვეულებრივი მიზანი, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის და პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ამ ხალხის დაკავება მომხდარიყო კლუბის გარეთ.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში, 12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.

კომენტარები