ავღანეთი

თალიბანმა ავღანეთის დასავლეთით, ფარაჰის პროვინციის დედაქალაქი აიღო

Reuters

თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის დასავლეთით, ფარაჰის პროვინციის დედაქალაქი აიღეს. გუბერნატორი ქალაქიდან გაიქცა, ხოლო უსაფრთხოების ძალები და ოფიციალური პირები თალიბანის მებრძოლებს ალყაში ჰყავთ მოქცეული.

ქალაქიდან გაქცეული მოსახლეობა მიმდებარედ 15 კილომეტრის რადიუსში არსებულ უდაბნოს აფარებს თავს. მათი განცხადებით დაპირების მიუხედავად თალიბანის მებრძოლებმა მთავრობასთან და უსაფრთხოების ძალებთან კავშირის ბრალდებით მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს.

ირანის საზღვართან მდებარე პროვინციაზე თალიბანის თავდასხმა გუშინ დაიწყო და შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

გავრცელებული ცნობით თალიბანის წევრები ქალაქის ციხიდან მათი თანამებრძოლების გათავისუფლებას ცდილობენ.

გასულ თვეს თალიბანმა დააანონსა, რომ "გაზაფხულის შეტევებს" იწყებდა და მთავრობის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი თქვა.

ავღანეთის მთავრობის განცხადებით ბრძოლაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დამატებითი დანაყოფები და A-10 ტიპის საბროლო თვითმფრინავები ჩაერთვებიან.

გასულ წელს თალიბანმა ქალაქზე მსგავსი თავდასხმა სამჯერ განახორციელა.

კომენტარები