მე უფრო მეტი კითხვა მქონდა გარე პერიმეტრზე პოლიციელების მხრიდან გამოვლენილ ქცევასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები არ აღიარებენ, რომ მათ დაარღვიეს ადამიანების უფლებები. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ასეთ ფაქტები არის, მივმართოთ გამოძიებას და სასამართლო დაადგენს სიმართლეს. გამოდის, რომ ეს ბოდიშიც ჰიპოთეტური ბოდიში იყო. თუ ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ მათ ჩაიდინეს დარღვევები, მაშინ აღიარებენ.
ვთვლით რომ იქ სპეცრაზმის შესვლის აუცილებლობა არ არსებობდა, შსს სხვანაირად ფიქრობს. ჩვენთვის არ არის მისაღები შსს-ის არგუმენტები. ველოდები ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრას, ეს პრინციპული საკითხია. რომ გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ შეხვედრით, ეს ასე არ არის. ჩვენ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვაც მოვითხოვეთ ამ საკითხში. პოლიტიკური პასუხისმგებლობას აიღებენ თუკი ჩვენ დავუმტკიცებთ რომ უფლებები დარღვევით ჩატარდა სპეცოპერაცია.