უკრაინა

კლიმკინი უკრაინელებს: მოგიწოდებთ არ ჩახვიდეთ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე

პავლო კლიმკინი
Reuters

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელებს მოუწოდა არ ჩავიდნენ რუსეთში 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისათვის.

"მე მოვუწოდებ ყველა უკრაინელს არ ჩავიდნენ რუსეთში 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. პროვოკაციები გარანტირებული და არავის უსაფრთხოება არ არის დაცული." თქვა პავლო კლიმკინმა.

კლიმკინის განცხადების მიხედვით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ფედერაციამ და გულშემატკივრებმა ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ, ან მისი მსვლელობისას პროტესტი გამოხატონ.

უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში უკრაინაში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია აიკრძალება.

უკრაინის ეროვნულმა სამაუწყებლო კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ ისინი ჩემპიონატს არ გააშუქებენ.

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება.

კომენტარები