ნარკოპოლიტიკა

წულუკიანი: ნარკოტიკის ლეგალიზებაზე სახელმწიფოს პასუხია - არა

როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. ამაზე სახელმწიფოს პასუხია - არა. საქართველოში სახელმწიფო, ის გუნდი, რომლიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება მოხდეს. როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს იმაზე, არა ბატონებო – კოკაინის, ჰეროინის და სხვა, ძალიან დიდია სია და ეს სია იზრდება ყოველდღე, რადგან ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები, მოხმარება ვერ იქნება კანონიერი.

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე, ძალიან მარტივ ენაზე ვამბობ. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს ბრიფინგის შემდეგ უპასუხა.

კომენტარები