პაკისტანი

პაკისტანში ძველი ხიდის გაწყვეტის გამო 5 სტუდენტი დაიღუპა

EPA

პაკისტანში ძველი ხიდის გაწყვეტის გამო 5 სტუდენტი დაიღუპა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ძველი ხის ხიდი მოწყდა. ის სწრაფ მდინარე ქაშმირზე გადადიოდა. შემთხვევის დროს აქ სტუდენტები ფოტოებს იღებდნენ.  

​ჯავედ აიუბმა, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ მდინარიდან 14 სტუდენტი ამოიყვანეს, თუმცა სამოქალაქო და სამხედრო სამაშველო ჯგუფები კიდევ, სულ ცოტა, 11 სტუდენტს ეძებენ.

მისივე თქმით, მაშველებმა 5 ცხედარი იპოვეს. პოლიციელებმა თქვეს, რომ 8 დაშავებული სტუდენტი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მდინარე კაშმირი პაკისტანსა და ინდოეთს შორის მდებარეობს. 

კომენტარები