კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში, არამედ კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, მხატვრებმა და იმ სოციუმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ლაპარაკობენ თანამედროვე ენაზე. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია. ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ იმ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას უნდა აწარმოებდნენ „ელექტრონშიკები“, „ქლაბერები“, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს და ეს უნდა იყოს „ანტიდრაგ“ კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს“
tbl.ge/2x9j
დაკოპირდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის.
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




