სპეცოპერაცია კლუბებში

კობახიძე: ჩარევა იყო თანაზომიერი, ხელკეტიც კი არ გამოუყენებია პოლიციას

იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ის ჩარევა, რომელიც განხორციელდა , ეს დამატებით შესწავლას რა თქმა უნდა საჭიროებს. რაც შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, იქედან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მიზანი შესვლის, ჩარევის იყო ლეგიტიმური და არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპორციული. რაც შეეხება იქ შესულთა რაოდენობას და ესეც ითქვა, რომ იყო პროპორციული და რაც ხდებოდა გარეთ რასაც ვუყურებდი ჩარევა იყო თანაზომიერი. ხელკეტიც კი არ გამოუყენებია პოლიციას და არცერთი შემხთხვევა სხეულის დაზინების არ ყოფილა. იმდენად რბილად მოქმედებდა შსს, არცერთი მსუბუქი სხეულის დაზიანება არ მოჰყოლია პროცესებს და ეს მეტყველებს იმაზე, რომ შსს მოქმედებდა თანაზომიერების პროპორციულობის სულისკვეთებით.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციებზე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები