სპეცოპერაცია კლუბებში

შსს: ვავრცელებთ კლუბებში ნარკორეალიზაციის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი თქმით, "ნარკორეალიზაციის ამსახველი ვიდეოჩანაწერებს" ავრცელებს. დღევანდელ ბრიფინგზე შსს-ში თქვს, რომ გუშინ კლუბ ბასიანსა და გალერიში ჩატარებულისპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი. შსს-ს ბრიფინგის საპასუხოდ თეთრი ხმაურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ."

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა. 

კომენტარები