სპეცოპერაცია კლუბებში

შსს: მხარს ვუჭერთ საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას

გუშინდელი სპეცოპერაციების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, იმავდროულად შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გავხდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმეები. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი დადგა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის არასრულწლოვანი, იქნა გადაყვანილი სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

კომენტარები