სპეცოპერაცია კლუბებში

შსს: ჯერჯერობით ვერ გეუბნებით რამდენი ადამიანი დავაკავეთ გუშინდელ აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

წუხელ კლუბ ბასიანსა და გალერიში ჩატარებულ სპეოპცერაციებზე დღეს შსს-ში ბრიფინგი გაიმართება. როგოც ტაბულას უწყებაში განუმარტეს, დეტალებზე ჯერ მედიას ვერაფერს ეტყვიან და ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრებენ. ტაბულას კითხვაზე, თუ რამდენი ადამიანი დააკავეს გუშინდელ აქციაზე შსს-ში არ პასუხობენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი სპეცოპერაციების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც, შსს-ს ინფორმაციით, "ნარკოტიკების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს," კლუბების მხარდასაჭერად წუხელვე აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციელებმა დაარბიეს და რამდენიმე ათეული აქციის მონაწილე დაიჭირეს. შსს-ში ტაბულას უთხრეს რომ დაკავებული ადამიანების რაოდენობას ვერ ეტყვიან და ბრიფინგს უნდა დაველოდოთ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ საატზე გაიმართება ბრიფინგი უწყებაში. თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, 60-მდე ადამიანია დაკავებული.

კომენტარები