ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

ივანიშვილი: მედიის თავისუფლების ზრდამ სიცრუის მანქანა დიდი სიმძლავრით აამუშავა

მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ უამრავ სიკეთესთან ერთად განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება. რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეინერში ჩართული პოლიტიკოსები და ე.წ ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს.

ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, აპოკალიფსი მოახლოვდა და ეს ყოველივე არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია, ეს ბრალდებები არც ერთი მეტნაკლებად სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული. თუმცა, შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლული ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იყენებენ და გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე. ჩვენს ქვეყანაში დამკვირდარა  ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც, ფაქტს ახალი ამბების სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ ის ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები