ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

მინდიაშვილი: ერთის გარდა, ივანიშვილმა თავის თავთან დადებული ყველა პირობა შეასრულა

იმბრძენმაკაცმა თავის თავთან დადებული ყველა პირობა, გარდა ერთისა, შეასრულა: არჩევნებით მოვიდა და გადაურჩევლად წავიდა, შექმნა არასამთავრობო და გააუქმა, გასაჭირის ჟამს, მაშინ როცა კაცობრიობა პინგვინთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, ადგა და დაბრუნდა და აწ, დარჩა ერთადერთი დანაპირები: შექმნას ოპოზიციური პარტია, რომელსაც თვითონ ჩაუდგება სათავეში, რათა შეუტიოს ხელისუფლების პარტიას, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში, რამეთუ იგია ინიც და იანიც, იგია ახურამაზდაც და არიმანიც, იგია გაციც და გაიმიც, იგია ზეკაციც და ზეკაცის კრიტიკაც, იგია გაზდვაცატადაძინიც და მერსედესიც, იგია ძრაობაც ხეთა და უძრაობაც კაცთა, რამეთუ ის არის მენცარი და ის არის, ვინც არი.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ბძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შესახებ.

კომენტარები