საუდის არაბეთის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ დედაქალაქ რიადის თავზე ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.
რაკეტები იემენიდან გაისროლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით თავდასხმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა განახორციელეს.
მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი და მისი მოკავშირეები იემენის სამოქალაქო ომში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ 2015 წელს ჩაერთნენ.