რუსეთი-სირია

სირიაში რუსული საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა

Sputnik

სირიის აღმოსავლეთით რუსული Ka-52 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ვერტმფრენის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

Ka-52 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენებს რუსეთი სირიაში 2016 წლიდან იყენებს. ეს სირიაში ამ ტიპის რუსული ვერტმფრენის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევაა. გასულ კვირას სირიის ჰმეიმიმის ავიაბაზასთან ჩამოვარდა რუსული Su-30SM ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიც, რამაც ორი პილოტის დაღუპვა გამოიწვია. ავიაკატასტროფის მიზეზად ძრავში ჩიტის შეფრენა დაასახელა.

კომენტარები