ავიაკატასტროფა

აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 9 ადამიანი ემსხვერპლა

Twitter

აშშ-ში, ჯორჯიას შტატში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 9 ადამიანი.

თვითმფრინავი ჯორჯიადან არიზონაში მიფრინავდა, სადაც 50 წლის წინ დამზადებული თვითმფრინავის დეკომისია უნდა მომხდარიყო.

თვითმფრინავი აფრენიდან მალევე გზატკეცილზე ჩამოვარდა. ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები სოციალურ მედიაშიც გავრცელდა.

კომენტარები