სომხეთი

ფაშინიანი: რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება

AP

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დღეს რუსი დეპუტატების დელაგაციას შეხვდა. დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლეონიდ კალაშნიკოვთან და დუმის სხვა წევრებთან შეხვედრის შემდეგ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხურ-რუსულ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.

"ჩვენ შევხვდით დუმის დეპუტატებს. მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ ვუპასუხეთ. მთავრი გზავნილი ის არის, რომ ეს პროცესი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური შეთქმულება არ არის. რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება,"- თქვა ფაშინიანმა.

პარტია ელქსის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანსაც შეხვდა.

სომხეთის პარლამენტმა მთავრობის მეთაური პირველ მაისს უნდა აირჩიოს. როგორც ცნობილია მმართველ რესპუბლიკურ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ამ დროისთვის ნიკოლ ფაშინიანს მხარს სამი ფრაქცია უჭერს, საერთო ჯამში მათ 47 მანდატი აქვს. პრემიერმინისტრის არჩევისთვის მინიმუმ 53 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება. 

ერევანში დემონსტრაციები ახალი პრემიერმინისტრის დამტკიცებამდე გაგრძელდება. 

კომენტარები