სომხეთი

ფაშინიანი: სომეხი ხალხი გადაწყვეტს - იყოს ЕАЭС-ს, თუ ევროკავშირის წვერი

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში  
European Parliament  

სომხეთის პრემიერმინისტრმა და პარტია სამოქალაქო შეთანხმების ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოტაიქის ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ სომხეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა: ქვეყანა იყოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) თუ ევროკავშირის შემადგენლობაში.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს.

"სომეხ ხალხს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა: იყოს ЕАЭС-ის შემადგენლობაში თუ ევროკავშირის შემადგენლობაში. ამას მე არ გადავწყვეტ, ხალხი გადაწყვეტს - ის, ვისაც ხელისუფლება ეკუთვნის, ანუ სომხეთის მოქალაქე" - განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ალტერნატივები, და მოქალაქეებს ეს ალტერნატივები აქვთ.

"მინდა ვთქვა, რომ ის ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ამ პროცესებზე თუნდაც ფარული მუქარებით რეაგირებენ, სინამდვილეში საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედებენ. პირიქით, მათ სომეხ ხალხს უნდა შესთავაზონ წინადადებები, უთხრან: 'ჩვენ ამას კარგად გავაკეთებთ, იმას კარგად გავაკეთებთ'. ამის ნაცვლად კი ამბობენ: 'ჩვენ ცუდს გავაკეთებთ' - ეს არალოგიკურია

ასევე არალოგიკურია სომხეთისთვის, მაგალითად, მაღალი ფასებით მუქარა, რადგან ამ მუქარაზე პასუხი არსებობს: ჩვენ გვექნება გაცილებით მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა, რათა ეს ჩვენთვის პრობლემად არ იქცეს. დღეს სომხეთი ხდება "მშვიდობის გზაჯვარედინი". ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთი გახდება არა უკვე ათასების ან მილიონების, არამედ მილიარდებისა და ტრილიონების ქვეყანა" - აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, რუსეთმა სომხეთი გააფრთხილა, რომ შესაძლოა რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების მიწოდების შესახებ შეთანხმება შეაჩეროს ან ცალმხრივად გააუქმოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა, ამის შესახებ 25 მაისს სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებს მედია "კომერსანტი", რომელმაც წერილის ასლი მოიპოვა.

რუსეთმა და სომხეთმა შეთანხმება 2013 წელს გააფორმეს. მის ფარგლებში რუსეთმა უვადოდ გააუქმა საექსპორტო გადასახადები სომხეთში ნავთობპროდუქტების, გაზისა და ალმასების მიწოდებაზე. თუ შეთანხმება გაუქმდება, სომხეთს რუსეთისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს, ან გადაუხდელ თანხებს რუსეთის წინაშე სახელმწიფო ვალად ჩაუთვლიან.

კომენტარები