ოჯახში ძალადობა

"წითელი ბარათი ძალადობას" - იტალიის წამყვანმა ფეხბურთელებმა ოჯახში ძალადობა გააპროტესტეს

CNN

იტალიური საფეხბურთო კლუბების, იუვენტუსისა და ნაპოლის, ფეხბურთელებმა კვირას, 22 აპრილს გამართული საფეხბურთო მატჩისას ლოყებზე წითელი პომადა წაისვეს.

ფეხბურთელების ეს აქტი, რომელიც ფართომასშტაბიანი კამპანიის WeWorld Onlus-ის ფარგლებში დაიგეგმა, მიზნად ისახავდა იტალიაში გახშირებული ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 

ამასთან, ლიგის მონაწილე ყველა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებზე გამოიყენეს ჰეშთეგი #unrossoallaviolenza, რაც "წითელი ბარათი ძალადობას" ნიშნავს.

ნაპოლის კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დიეგო მარადონას რეკორდი მოხსნა კლუბის ყველა დროის ყველაზე მეტი გოლის შემოქმედმა, თავის ცოლთან, მარტინა ფრანოვასთან ერთად გადაიღო ფოტო, სადაც ლოყაზე წითელი პომადა აქვს წასმული. 

 

კომენტარები