ავღანეთი

ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის ცენტრთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაღუპულია სულ მცირე 57 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი. დაშავდა 100-ზე მეტი.

კვირას მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში დანიშნა. ქვეყანაში ცენტრები გაიხსნა, სადაც ამომრჩევლებს საიდენთიფიკაციო ბარათებს აძლევენ. აშრაფ ღანიმ განცხადება გაავრცელა, სადაც თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ ეს ეროვნულ დემოკრატიულ პროცესებს ვერ შეაჩერებს.

კომენტარები