ცნობილი ადამიანები

ტეილორ სვიფტის სახლთან 38 წლის კაცი ადევნებისთვის დააკავეს

New York Post

ტეილორ სვიფტის სახლთან, 14 აპრილს შენიღბული მამაკაცი დააკავეს. 38 წლის ჯულიუს სენდროკს მანქანაში სამხედრო აღჭურვილობა, დანა, თოკი და ხელთათმანები აღმოუჩინეს.

The Guardian-ის ცნობით, ჯულიუს სენდროკმა კოლორადოდან ტეილორ სვიფტის ლოს ანჯელესის  სახლამდე მისასვლელად 1600 კილომეტრზე მეტი იმგზავრა. ის აცხადებს, რომ სვიფტის "მონახულებას" აპირებდა. პოლიციამ მას დროებითი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

სენდროკის თქმით, მას სამი ცეცხლსასროლი იარაღი აქვს და კოლორადოს შტატში პირობით სასჯელს "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და იარაღის გასროლისთვის" იხდის.

სენდროკმა პოლიციას განუცხადა, რომ მას დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და მანიაკალური ეპიზოდები აქვს.

სვიფტი ადევნების მსხვერპლი რამდენჯერმე ყოფილა. თვის დასაწყისში, მის სახლთან უსახლკარო მამაკაცი დააკავეს, რომელიც მომღერლის ღობეზე გადაძვრომას ცდილობდა.

კომენტარები