უბედური შემთხვევა

თვითმფრინავის ძრავის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

CNN

Southwest Airlines 1380-ის სამგზავრო თვითმფრინავის ძრავი ჰაერში აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი, თუმცა მათ მცირე ტრავმები აქვთ და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.

თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან დალასში მიფრინავდა. ბორტზე 143 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იყო.

 

ფოტო: twitter.com/joeasaprap

აფეთქებამ თვითმფრინავის ფრთები და კორპუსი დააზიანა, რის გამოც ფილადელფიაში ავარიულად დაშვება გახდა საჭირო.

მგზავრები ყვებიან, რომ თვითმფრინავში პანიკა იყო და ყველა ყვიროდა.

"თვითმფრინავის დაშვებისას ინტერნეტი ვიყიდე, გარე სამყაროსთან კავშირი რომ მქონოდა", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

BBC-ის ინფორმაციით, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები