სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

რუსეთი შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს

რუსეთის სალეჩო ტალინში
flickr.com

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. 

რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება დღეს გამოაქვეყნა. 

"შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის უსაფუძვლო გაძევების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც საქართველომ "სკრიპალების საქმეზე" მიიღო, რუსულმა მხარემ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. მან რუსეთის ტერიტორია 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს.

შესაბამისი ნოტა 13 აპრილს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დაგმობის შემდეგ, საქართველოდან ერთი რუსი დიპლომატი 29 მარტს გააძევა. 

კომენტარები