ФСБ

ФСБ-მ ექსტრემისტული მასალების გადატანის ბრალდებით ლარსის საბაჟოზე 3 პირი დააკავა

Эхо Кавказа

რუსეთის ФСБ-ს ინფორმაციით, უცხოელი ფუნდამენტალისტები, რომლებიც აკრძალული ლიტერატურის რუსეთში შეტანას ცდილობდნენ, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. ამის შესახებ Эхо Кавказа წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების ორგანოების თანამშრომლებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთისას უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფი დააკავეს. არ სახელდება, კონკრეტულად რა კანონსაწინააღმდეგო ექსტრემისტული მასალების გადატანას ცდილობდნენ ისინი.

ФСБ აცხადებს, რომ 35 წლამდე ასაკის სამმა მამაკაცმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში შესვლას ცდილობდნენ, ძალოვანების ეჭვი გამოიწვია. მათ ნივთებში აღმოჩნდა გამოცემები, რომლებიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეიტანა და მათი გავრცელება რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალა.

"მესაზღვრეები აცხადებენ, რომ დაკავებულებს აღმოაჩნდათ მასალები, რომლებიც მიმართულია "ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელებისკენ” და “საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ახლო აღმოსავლეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში ქმედებების პოპულარიზაციას" ახდენს" - წერს Эхо Кавказа.

კომენტარები