ФСБ

ФСБ: უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა, ბომბი საქართველოს გავლით შეიტანეს

კადრი ФСБ-ს მიერ გავრცელებული ოპერატიული მასალიდან

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც ბომბით დატვირთული Chevrolet Volt-ის მარკის მანქანით, უკრაინიდან ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით დაიძრა.

ФСБ-ს ანგარიშის მიხედვით, ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი "ზემო ლარსი" გადაკვეთა.

სამსახური ტერაქტის ორგანიზების მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავების ვიდეოს ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად,იგეგმებოდა ავტომობილის კრასნოდარის მხარეში გადაყვანა კერძო გადამზიდავის მიერ მართული ავტომზიდით.

ФСБ-ს ინფორმაციით მიხედვით, მანქანა შემდგომში სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ არაფერი უნდა სცოდნოდა და ყირიმის ხიდის გავლით ყირიმში ჩასვლისას „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად ქცეულიყო“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლის, როდიონ მიროშნიკის თქმით, აფეთქება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით იყო დაგეგმილი.

კომენტარები