ნარკოპოლიტიკა

მეზვრიშვილი: ნარკოტესტირებაზე გადაყვანილთა რაოდენობაზე შეშფოთება უსაფუძვლოა

მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის რეკომენდაციები ნარკოდანაშაულთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია. მხოლოდ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ეს ციფრი განახევრებულია და 2013 წელთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული. შემოწმების მეთოდების დახვეწასა და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში. გადაიხედება დოზები, შემცირდება სასჯელები.

აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ნარკოტესტირება, წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც პრობლემური იყო. შსს-ის მიერ ომბუდსმენისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით 13 175 პირი წარადგინეს. მათგან 1261-მა პირმა გამოსაკვლევად ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები