სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

ქანთარია ბოკერიაზე: გასარკვევია, ვისი წამხედურობით უნდა ვიაროთ

საერთოდ გასარკვევია მართლა, ვისი წამხედურობით უნდა ვიყოთ და ვიაროთ. თუ მართლა ბოკერიას ჭკუა-გონებაზე იქნება საქმე, რომელიც, ცუდ შემთხვევაში, ამანათებს უნდა იღებდეს და კარგ შემთხვევაში ჩუმად უნდა იყოს თავჩაქინდრული, იმიტომ რომ სწორედ მათმა - სააკაშვილის, ბოკერიას და ძმანი მათნი - პოლიტიკამ მოიტანა ის, რა დღეშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. თუ ისევ ამ რელსზე უნდა გადავიდეთ, ეს ერთი საქმეა და თუ არა, ყოველ შემთხვევაში, უნდა გვეცადა მშვიდობიანად, საქმიანად, ღირსეულად გარკვეულწილად წინ წავსულიყავით და ურთიერთმოლაპარაკების სივრცეში რაღაცნაირად შევსულიყავით. [....] რუსეთი მაშინ უფრო საშიშია, როცა მასზე ზეწოლა მიმდინარეობს. დღეს, როცა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მასზე ზეწოლას ახდენს, ის, ბუნებრივია, უფრო საშიში ხდება და შეიძლება მოუტრიალდეს - ვის უნდა მოუტრიალდეს სამაგალითოდ, თქვენ თვითონ გამოიცანით.  

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ტვ პირველის ეთერში, რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამით მან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო და დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა. 

კომენტარები