ვენესუელა

ვენესუელაში პოლიციის განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ვენესუელაში, ქალაქ ვალენსიაში, პოლიციის განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა პატიმარი იყო.

გავრცელებული ცნობით ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პატიმრებმა განყოფილებიდან გაქცევა სცადეს და ლეიბებს ცეცხლი წაუკიდეს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შენობასთან პატიმრების ნათესავები შეიკრიბნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვენესუელაში პატიმრებს პოლიციის განყოფილებებში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის და ციხეების გადავსების გამო ათავსებენ.

კომენტარები