საქართველო-გერმანია

გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევეს. უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეები თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. 

"გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი“, - უთხრა ინტერპრესნიუსის ცნობით ჟურნალისტებს კომპანია "ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ, რომელიც პროცესს აკვირდება. 

გერმანიიდან არალეგალი მოქალაქეების რეადმისია პერიოდულად ხორციელდება. 

კომენტარები