ავიაცია

ბრიტანელი მწერალი და მისი მეუღლე ყაზბეგთან ვერტმფრენის ჩამოვარდნას გადაურჩნენ


ფოტო: dailymail.co.uk

სტეფანწმინდასთან 19 მარტს ვერტმფრენი ჩამოვარდა, შემთხვევის მგზავრები და პილოტი მსუბუქი დაზიანებებით გადაურჩნენ.  მგზავრებს შორის იყვნენ ბრიტანელი მწერალი და პროფესორი ტიმ სპექტორი და ვერონიკა ბატაილი. ვერტმფრენი ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის კუთვნილ კომპანია "ავიასერვისს" ეკუთვნოდა.

ვერტმფრენი 2011 წელს იყო გამოშვებული.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ საავიაციო შემთხვევას უკვე სწავლობს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო

DailyMail-თან საუბარში სპეკტორი ამბობს რომ ავარია შიშისმომგვრელი იყო და ის იღბლიანია რომ მას ცოცხალი გადაურჩა.

სპეკტორი ბესტსელერის - The Diet Myth-ის ავტორია.


ფოტო: dailymail

წყვილი გუდაურში სასტუმრო მარკოპოლოში ისვენებდა, ისინი კურორტზე იყვნენ, როდესაც საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. 

სპექტორმა ვერტმფრენი €300 ევროდ კომპანია Kazbegi Helicopters-ისგან იქირავა. (თავად Kazbegi Helicopters-ი ვერტფმრენის მფლობელი არაა, ის სამოქალაქო ავიაციის რეესტრის მონაცემებით, ქართუ ჯგუფის კომპანია "ავიასერვისს" ეკუთვნოდა)

ჩამოვარდნილი ვერტმფრენი

"ავიასერვისს" ხუთი Mi 8, ორი Mi 17, ერთი Eurocopter AS350 და ერთი Eurocopter EC145 ეკუთვნის.

ავიასერვისმა საზოგადოების ყურადღება ბორჯომის ხანძრის დროს მიიპყრო, მაშინ აღმოჩნდა, რომ ექსპრემიერის კუთვნილ ავიაკომპანიას ვერტმფრენები აფრიკასა და ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო მისიისთვის ჰყავს მიქირავებული. საუბარია Mi 8 ტიპის ვერტმფრენზე.

კომენტარები