ავიაცია

Trukish Airlines-ის აერობუსი, რომელიც თბილისი-სტამბოლის რეისს ასრულებდა ავარიულად დაეშვა

flightradar24.com

თბილისი-სტამბოლის ავიარეისი TK383 ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მგზავრები იხსენებენ, რომ თბილისიდან აფრენიდან დაახლოებით 46 წუთში ძლიერი ხმა გაისმა, რასაც მალევე პილოტის საგანგებო განცხადება მოჰყვა, რომ თვითმფრინავს ერთი ძრავი გაეთიშა.

Flightradar-ის მონაცემებით, თურქეთის ავიახაზების Airbus 321-მა ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტს წრე რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა. 

მგზავრები სტამბოლში სხვა თვითმფრინავით გაფრინდებიან. 

კომენტარები