ავიაცია

ყველაზე მეტად - 44%-ით, მგზავრების რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა

kutaisiairport.ge

საქართველოს აეროპორტებში, 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, მგზავრების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ბოლო 8 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3,375,959 მგზავრს მოემსახურა. ეს მონაცემი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს 25%-ით აღემატება (2,703,503 მგზავრი).

აგვისტოს თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აგვისტოში 461,051 მგზავრს მოემსახურა, რაც 12
%
-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (413,347 მგზავრი ). ხოლო 8
თვეში
ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24% შეადგინა (2,565,226 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 2018 წლის აგვისტოში 44%-ით გაიზარდა და 72,210 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 8 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382,325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე 283,355 მგზავრი).

2018 წლის აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 121,298 მგზავრმა ისარგებლა. რაც 12%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (108,262 მგზავრი). ხოლო 8 თვის მონაცემის მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 8 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 422,888 მგზავრი შეადგინა. (342,299 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით,
2018 წლის 8 თვეში 5,520 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 8 თვის მონაცემებით,
ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 251 რეისი შესრულდა.

კომენტარები