თავდასხმა რუსთავი 2-ზე

ბოკერია: ქართული მარშის ძალადობა წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან

ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თანამშრომლობს ,,ქართულ მარშთან’’. მათ ერთი პოზიცია აქვთ ბევრ საკითხში და ხელისუფლებაც დაუსჯელობის ყველაზე დაბალი სტანდარტით უდგება ,,ქართული მარშის’’ მოქმედებას. ყველას გვახსოვს პოლიტიკური მხარდაჭერის განცხადებებიც და ისიც, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება ,,ქართულ მარშს’’ პოლიტიკური ოპონენტების და უმცირესობის წინააღმდეგ. გუშინდელი რეაქცია, რაც ვიხილეთ ტოლობის ნიშნის დასმა იყო მსხვერპლსა და თავდასხმას შორის. ეს არის პირდაპირ წახალისება ამ ძალადობის. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა გადაწყდება მხოლოდ მაშინ როდესაც ,,ქართული ოცნების’’ გუნდი იქნება ჩამოშორებული არჩევნების გზით. ხელისუფლებას ეს ჯგუფები სჭირდება საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ისიც, რომ ასეთი დაჯგუფებები დაკავშირებულები არიან ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან მსოფლმხედველობით, შეხედულებებით, მათ საქმეს აკეთებენ და სიძულვილს ქადაგებენ. ძალადობენ ხალხზე, ოპონენტებზე და სხვადასხვა უმცირესობაზე.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გუშინ რუსთავი ორთან ე.წ ქართული მარშის წევრების მიერ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმაზე საუბრობს.

კომენტარები