ავღანეთი

ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. გარდაცვლილებს შორის ერთი პოლიციელი და ექვსი მშვიდობიანი მოქალაქეა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა შიიტურ მეჩეთთან მოხდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცველებმა თვითმკვლელი ტერორისტი უსაფრთხოების გამშვებ პუნქტთან გააჩერეს, რა დროსაც მან თავი აიფეთქა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ტერაქტებს სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები