ნიუ იორკი

ნიუ იორკს ღამის ცხოვრების მერი ჰყავს 

Getty Images

ნიუ-იორკის მერმა ქალაქის "ღამის ცხოვრების მერი“ დანიშნა. არიელ პალიცი პირველი იქნება, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. 

პოსტის ოფიციალური დასახელება „ღამის ცხოვრების განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი“ იქნება, თუმცა მას არაოფიციალურად „ღამის ცხოვრების მერად“ მოიხსენიებენ.

ახალი სამსახურის კომპეტენციაში ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემა, ასევე მათ ფუნქციონირებაზე მოქალაქეების მხრიდან საჩივრების განხილვა იქნება. მერი შეეცდება, ღამის ცხოვრების განვითარებას ხელი შეუწყოს. 

ნიუ-იორკში ღამის ცხოვრების განვითარების დეპარტამენტის შექმნას 2017 წლის აგვისტოდან ითხოვენ. პროექტის ინიციატორთა აზრით, ქალაქის მერია ნაკლებად აქცევს ყურადღებას სექტორს, რომელიც ათასობით ადამიანს ასაქმებს და რომლის ბრუნვაც წელიწადში $10 მილიარდია. 

კომენტარები