ნიგერიიდან დევნილი, უსახლკარო, 8 წლის ბიჭი, ნიუ იორკში, საშტატო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
The Independent-ის ცნობით, ტანიტოლუა ადევუმი, მშობლებთან ერთად მანჰეტენზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობს. მათ ნიგერია 2017 წელს დატოვეს. ისინი "ბოკო ჰარამის" ტერორისტულ ორგანიზაციის გამო გამოიქცნენ ქვეყნიდან და ამერიკაში თავშესაფარი ითხოვეს.
ბიჭმა მესამე ხარისხის ჯილდო მოიგო. თუმცა, ახლა უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა მოჭიდავის ტიტულიც მოიპოვოს.