ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ფსიქიკური ჯანმრთელობა

ღირსების შემლახავი გარემო სურამის ე.წ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

სამშაბათი, 6 მარტი, 2018 - 12:22
tbl.ge/2tf6
დაკოპირდა

სურამის ე.წ ფსიქიატრიული საავადმყოფო ინსტიტუციაა, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები არიან განთავსებულები, თუმცა აქ პირობები გაუსაძლისია. 

დაწესებულება 5 მარტს სახალხო დამცველმაც მოინახულა და დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოს გამო შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, ეს პირობები პაციენტებს გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს. 

სახალხო დამცველის შეფასებით, „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად არ არსებობს თერაპიული გარემო.

"სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა. სამწუხაროდ, დღეს სახალხო დამცველს მდგომარეობა კვლავ უცვლელი დახვდა", - აცხადებს სახალხო დამცველი. 

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.

ფსიქიკური ჯანმრთელობაფსიქიკური აშლილობასურამის ე.წ ფსიქიატრიული საავადმყოფოსახალხო დამცველი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025 - 16:46პლენარულ სხდომაზე კოდექსში ახალი ტერმინის, "პროცესუუნარო პირის" დამატებას მხარი დაუჭირეს
  • სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025 - 13:54სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი "პროცესუუნარო პირი"
  • პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025 - 15:16"განისაზღვრება დაავადებების ჩამონათვალი" – ვისთვის ქმნის ერთიან ბაზას ივანიშვილის მთავრობა
  • პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025 - 13:34ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები მაღალი რისკის მატარებელია - ფსიქოლოგთა პროფკავშირი
  • პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025 - 12:29უფრო სენსიტიური თემები გროვდება სახელმწიფოს მხრიდან - პაპუაშვილი ერთიან ბაზაზე

კომენტარები

ბოლო სიახლეები

EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 21:22

EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა

ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 20:11

ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა

ბურჭულაძე 4 ოქტომბის საქმეზე დაკავებულებს: ჩემი მოწოდებაა მიიღოთ საპროცესო შეთანხმება
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 18:26

ბურჭულაძე 4 ოქტომბის საქმეზე დაკავებულებს: ჩემი მოწოდებაა მიიღოთ საპროცესო შეთანხმება

გაუგებარი კონფლიქტია – თოყაევმა პუტინს შეხვედრაზე უკრაინასთან ომის გაყინვისკენ მოუწოდა
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 17:59

გაუგებარი კონფლიქტია – თოყაევმა პუტინს შეხვედრაზე უკრაინასთან ომის გაყინვისკენ მოუწოდა

მახინჯაურში, ზღვაში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა იპოვეს - დაიწყო გამოძიება
შაბათი, 25 ივლისი, 2026 - 17:41

მახინჯაურში, ზღვაში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა იპოვეს - დაიწყო გამოძიება

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2Wildberries-ის საწყობებზე იერიშების გამო მზღვეველების დახმარებას არ ვაპირებთ – ნაბიულინა
3საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
4EU-ს სანქციების შემდეგ რუსულმა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა
5"მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით" - რუსთაველის გამზირი 4 თვით ჩაიკეტა

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕